კიევში საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მთავარი მიზანი - 1,1 მილიარდი დოლარის შეგროვება ჩერნობილის კატასტროფის ადგილის გასასუფთავებლად, ვერ შესრულდა. დღეს შეგროვებულმა თანხამ მხოლოდ 785 მილიონს დოლარს მიაღწია. კიევის კონფერენციის მიზანი ჩერნობილის კატასროფის 25 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო ფინანსური დახმარების მოზიდვა იყო. 1986 წელს მომხდარი ბირთვული ტრაგედიის შედეგად რადიაციამ ევროპის ბევრი ქვეყანა დააზარალა. ჩერნობილის რეაქტორის ადგილის გასუფთავების დონორთა შორის არიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ევროკომისია, შეერთებული შტატები, გერმანია და რუსეთი.