ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება პრაღაში


ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 40 ადამიანი დაშავდა.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 40 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ეს ტურისტული რაიონი გადაკეტა და შენობებიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინა.

დივადელნის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული, თუმცა პოლიცია არ გამორიცხავს გაზის აფეთქების ვერსიას.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 1500 მეტრის მანძილზე გაისმა. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანები შესაძლოა ნანგრევებში იყვნენ ჩარჩენილნი.
XS
SM
MD
LG