ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩავესი კუბაში მკურნალობას ჩაიტარებს


პრეზიდენტი კვლავ უჩივის სუნთქვის სირთულეს

ვენესუელის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი მკურნალობის კიდევ ერთ ციკლს ჩაიტარებს კუბაში. ჩავესი უკვე თვეზე მეტია ოპერაციის გართულებებს ებრძვის.

მინისტრმა ინფორმაციის საკითხებში ერნესტო ველიგასმა არ გაახამურა მკურნალობის დეტალები, ამასთან თავად კიბოს დაავადებაზეც მას არაფერი უთქვამს. თუმცა, აღნიშნა რომ რესპირატორული გზების ინფექციას ჩავესი გაუმკლავდა. ერნესტო ველიგასის განცხადებით პრეზიდენტი კვლავ უჩივის სუნთქვის სირთულეს, რის გამოც ის დამატებით მკურნალობას გადის.
XS
SM
MD
LG