ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუგო ჩავესს ორი წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს


ჰუგო ჩავესს ორი წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს
ჰუგო ჩავესს ორი წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს

ჰუგო ჩავესის განცხადებით, იმ ექიმს, რომელმაც მას ორი წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველა არასოდეს გაუსინჯავს ის როგორც პაციენტი.

ჰუგო ჩავესის თქმით, სალვადორ ნავარეტეს ალბათ კარგად გადაუხადეს, რათა ესეთი ტყუილები ელაპარაკა. ამ ექიმმა მექსიკის ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბატონ ჩავესს აგრესიული ფორმის სიმსივნე აქვს.

ექიმმა სალვადორ ნავარეტემ საკუთარი კომენტარების გამოქვეყნებამდე დატოვა ვენესუელა.

ჰუგო ჩავესის განცხადებით კუბაში მას მენჯის ძვალზე არსებული სიმსივნე ამოუღეს და ოთხჯერ ჩაუტარეს ქიმიოთერაპია. 20 ოქტომბერს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ ის სრულად ჯანმრთელია.

XS
SM
MD
LG