ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მღელვარებას შარლოტსვილში მსხვერპლი მოჰყვა


შაბათს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში უკიდურეს მემარჯვენეთა და ანტიფაშისტთა დემონსტრაციები შეტაკებითა და მსხვერპლით დასრულდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, როდესაც ანტიფაშისტ დემონსტრანტთა ჯგუფში მსუბუქი ავტომანქანა შევარდა. პოლიციამ ავტომანქანის მძღოლი მალე დააკავა და მას ბრალი მკვლელობისთვის წარუდგინა.

შაბათსვე, პოლიციის დასახმარებლად გამოძახებული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.

შარლოტსვილის მოვლენებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და მკაცრად დაგმო სიძულვილის, ძალადობისა და შეუწყნარებლობის გამოვლინება "ყველას მხრიდან."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG