ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთ ვირჯინიის კოლეჯი რამდენიმე კამპუსს და 75 ათას სტუდენტს აერთიანებს. აქ სტუდენტებს ორწლიან ასოცირებულ ხარისხს თავაზობს. კოლეჯის სტუდენები იმედოვნებენ, რომ კომპიუტერულ მეცნიერებებს დაეუფლებიან და მაღალანაზღაურებად სამსახურსაც იშოვიან.
„საბედნიეროდ, ამ სფეროში ჩვენ უამრავი კარგი შანსი გვაქვს,“- ამბობს სტუდენტი მარკ მაკარტი.
ის კოლეჯში სწავლამდე თითქმის ათი წელი სასტუმროებსა და რესტორნებში მუშაობდა. მისი თქმით, ამ სფეროში კარიერის შექმნის ნაკლები შანსები არსებობს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ამერიკის სამრეწველო, ადმინისტრაციულ და საშუალო სფეროს მენეჯმენტში სამუშაო ადგილები შემცირდა. კორნელის უნივერსიტეტში შრომის ეკონომისტი შერონ პოქსტერი ამბობს, რომ ერთ დროს ამ სფეროში საშუალო დონის ხელფასიანი სამუშაოს შოვნა შეიძლებოდა. თუმცა, ახლა შრომის ბაზარი შეცვლილია.
„სამუშაო ადგილები ან დაბალშემოსავლიანი სამუშაოს მიმართულებით იზრდება და მაღალშემოსავლიანი და მაღალი კვალიფიკაციის მოთხოვნების მიხედვით. სწორედ ამის შედეგია საშუალო ფენის კრიზისი. ქარხნებსა და ოფისებში სამუშაო ადგილები შემცირებულია,“ - ამბობს პოქსტერი.
ლექტორები სტუდენტებს ეუბნებიან, რომ ახლა მნიშვნელოვანია მათემატიკის, მეცნიერების და კომპიუტერული მეცნიერების დაუფლება, რადგან ტექნოლოგიური ცვლილებები დაჩქარებულია და მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებზე მოთხოვნილება იზრდება.
ჩრდილოეთ ვირჯინიის კოლეჯის პრეზიდენტი რობერტ ტემპლინი ამბობს, რომ ამ მიზნის შესრულება სკოლებისთვის სირთულეს წარმოადგენს.
„ბოლო ხუთ წელიწადში განვითარდა ისეთი სფეროები, როგორიცაა ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგია, კიბერუსაფრთხოება, გეოსივრცული ანალიზის სისტემები. ეს არის სფეროები, რომელიც ათი წლის წინ არ არსებობდა. ამდენად, ამ სფეროებში სტუდენტების მომზადება ძალიან რთულია,“ - ამბობს ტემპლინი.
თუმცა, მისი თქმით ამ სფეროების დაუფლება მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მიზნით ნამდვილად ღირს. მაგალითისთვის, კომპიუტერულ მეცნიერებაში კოლეჯდამთავრებულის ხელფასი 60 ათასი დოლარიდან იწყება.
ამერიკაში კოლეჯდამთავრებულებს შორის უმუშევრობა დაბალია. თუმცა, ბოლო გამოკითხვების მიხედვით ათიდან ოთხი კურსდამთავრებული თავისი სპეციალობის მიხედვით სამსახურს ვერ შოულობს და სხვა დაბალანაზღაურებად სფეროში ახერხებს დასაქმებას.