ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურისტებს სასამართლომ პარასკევამდე მისცა ვადა იმისთვის, რომ სამართლებრივად დაასაბუთონ 2020 წლის აღწერის ფორმაში მოქალაქეობასთან დაკავშირებული კითხვა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოითხოვა ამ ფორმაში ახალი კითხვა შეიყვანონ, რომელიც ადამიანებს სთხოვს მიუთითონ არიან თუ არა ამერიკის მოქალაქეები.
ოთხშაბათს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უარს ამბობდა ამ კითხვის დამატებაზე, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერზე“ რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ის კვლავ ითხოვს მოქალაქეობის კითხვის შეყვანას.
სასამართლოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებული ლეგალური დავის გადაწყვეტამდე აღწერის ბიურო კითხვარების დაბეჭდვას ვერ დაიწყებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავა პარასკევს, დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს. აღწერის ფორმების დაბეჭდვის დაგვიანება და შესაბამისად, მათი მოსახლობისთვის გვიან გაგზავნა ამერიკის ფედერალური კანონის დარღვევაა.
Facebook Forum