ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ვარსკვლავები დევნილების დასაცავად


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ლტოლვილია


20 ივნისამდე-დევნილთა საერთაშორისო დღემდე, ერთი კვრით ადრე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა იმ კამპანიის შესახებ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომელიც ოჯახებზე ომის გავლენის მასშტაბებს ასახავს. მსოფლიოს ცნობილი სახეები და საზოგადო მოღვაწეები დაირაზმნენ იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ლტოლვილებს, რომელთაც მოუწიათ საკუთარი სახლების იძულებით დატოვება და მათი ოცნებებიც წარსულში დარჩა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლიზა შლაინი გაეროს ჟენევის ოფისიდან იმ კამპანიის შესახებ მოგვითხრობს რომელიც წლის ბოლომდე გრძელდება.

მომზადდა რამდენიმე ვიდეო-რგოლი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ომს ერთ წუთში შეცვალოს ოჯახის მომავალი. თუმცა სოციალური ვიდეო-რგოლი, რომელიც კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, უიმედობის განცდის გზავნილს არ შეიცავს. ის გაჭირვების დროსაც კი დევნილებს უკეთესი მომავლის იმედს აძლევს.

გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორის, ლი ფოსტერის თქმით, ეგრეთ წოდებული „ ერთი ოჯახის“ კამპანიის მიზანი არის აჩვენოს ის რეალური სიტუაცია თუ ომს რა გამანადგურებელი დარტყმა შეუძლია მიაყენოს ოჯახს. ის ამბობს რომ ამერიკის ხმამ ჩაწერა უამრავი ადამიანი, ოჯახის წევრი, რომლებიც ომებს სირიიდან, მალიდან სამხრეთ სუდანიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან გამოექცნენ.

ლი ფოსტერი: ჩვენ გვსურდა საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა, რომ ომის მსხვერპლი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ოჯახები, მშობლები, დედები, მამები, და არ არის მნიშვნელოვანი ის რასაც მედიით ვისმენთ, ამბოხებულების თუ სამხედროების შესახებ. ჩვენ ნამდვილად გვსურდა ომის სინამდვილე ადამიანურ დონეზე გვეჩვენებინა, რათა ყველას გაეგო ვინ არის რეალურად მსხვერპლი.

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სახეებს შორის არის მომღერალი ბარბარა ჰენდრიკსიც, ბესტსელერის „ფრანს ადევნებული“-ს ავტორი და ყოფილი დევნილი ავღანეთიდან ხალიდ ჰოსეინი, და ასევე საერთაშორისო მოდელი და დევნილი სუდანიდან ალეკ ვეკი.

ვარსკვლავები საზოგადოებას გზავნილს უგზავნიან იმისთვის რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ დევნილთა პრობლემების მიმართ. მათი სურვილია რომ საზოგადოებამ დევნილები არ აღიქვას, როგორც მშრალი სტატისტიკა, არამედ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად მიუდგნენ.

ლი ფოსტერი აცხადებს, რომ კამპანია საზოგადოებას მოუწოდებს, მოიფიქროს საზრიანი გადაწყვეტილებები იმ ოჯახებისთვის რომლებიც, ომს გაურბიან.

ლი ფოსტერი: ეს ძირითადად გულისხმობს იმას, რომ ხალხი ერთი წუთით დაფიქრდეს იმაზე-რა მოხდებოდა თუკი მათაც მოუწევდათ გაქცევა. ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებამ გაითავისოს ის შეგრძნება როცა ყველაფრის უკან დატოვება გიწევს, დაფიქრდეს იმაზე, თუ რეალურად ვინ არიან დევნილები და რატომ სჭირდებათ მათ დახმარება.

ფოსტერი ამბობს რომ, მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანია, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. მათი რეგისტრაცია ამ კამპანიის ფარგლებში მოხდა. მისი თქმით, უკანასკნელმა კონფლიქტებმა ოჯახის წევრების რეკორდული მაჩვენებელი გახადა იძულებული გაქცეოდა ომს და ყველაფერი უკან დაეტოვებინა. მისი თქმით, მათი შეფასებით თითო წუთში დაახლოებით ორი ოჯახი გაქცევით აღწევს თავს ძალადობას და დევნას.
XS
SM
MD
LG