ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპისა და ლავროვის შეხვედრას რუსეთი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ აფასებს


დონალდ ტრამპი და სერგეი ლავროვი
დონალდ ტრამპი და სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრ სერგეი ლავროვსა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა „უკიდურესად პოზიტიური“ იყო - განაცხადა ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თქმით, რუსეთი ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას „ფრთხილი ოპტიმიზმით“ ეკიდება, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა სირიის კონფლიქტი იყო.

შეხვედრა დადებითად შეაფასა დონალდ ტრამპმაც და განმარტა, რომ პროცესი პოზიტიურია. მისი ვარაუდით, სირიის საკითხზე მოლაპარაკებები წარმატებით გაგრძელდება და ისინი შეზლებენ სირიაში სისხლისღვრის შეჩერებას. ,

გუშინ ტრამპმა ლავროვს თეთრ სახლში უმასპინძლა და ეს ამ რანგის პირველი შეხვედრა იყო მას მერე, რაც ერთი თვის წინ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული იყო.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ განიხილება ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა ივლისში გერმანიაში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის პარალელურად.

შეხვედრის შემდეგ ლავროვი ჟურნალისტებს რუსეთის საელჩოში შეხვდა და გაცილებით მეტ დეტალზე ისაუბრა. უფრო მეტად კი დე-ესკალაციის ზონების შექმნის იდეისს და პროცესის კონტექსტში.

„ორივე მხარეს გვესმის, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი, რომელიც წვლილს შეიტანს სირიის ტერიტორიაზე ძალადობის შეწყვეტაში და ეს იქნება ნაბიჯი ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრისთვისაც“, - განაცხადა ლავროვმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG