ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის ყოფილი ლიდერი სამართალდამცავებს ჩაბარდა


კატალონიის განდევნილი ლიდერი კარლეს პუიგდემონტი და ოთხი მინისტრი 5 ნოემბერს ბრიუსელში სამართალდამცავებს ჩაბარდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ ამ ადამიანების დაკავების ორდერი გამოსცა.

პუიგდემონტმა გუშინ განაცხადა, რომ მისი განზრახვა იყო ბრიუსელში ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა. "ტვიტერში" მან დაწერა, რომ "ჩვენ მზად ვართ ბელგიის ხელისუფლებასთან სრულად ვითანამშრომლოთ."

ბელგიის ხელისუფლების განცხადებით, მათ დაკავების ორდერი მიიღეს და შესაძლოა კატალონიის ლიდერები უახლოეს დღეებში დაკითხონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG