ამერიკის თავდაცვის მდივანი ეშ კარტერი უკრაინაში რუსეთის მოქმედებებზე რეაგირებაზე სასაუბროდ ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.
კარტერი ევროპაში ერთ-კვირიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის დანიშნულება რუსეთის აგრესიის ფონზე ამერიკასა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში სეპარატისტების დახმარებაში სდებს ბრალს, მოსკოვი კი ბრალდებას უარყოფს.
გუშინ კარტერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაახლოებით 250 ტანკს და სხვა სახის მძიმე შეიარაღებას განალაგებს ევროპის ექვს ქვეყანაში, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამით ამერიკა რუსეთიდან და ტერორისტული ჯგუფებიდან მომავალი საფრთხის საპირწონედ მოკავშირეებს ვაშინგტონის თანადგომას კიდევ ერთხელ დაუდასტურებს.
ამერიკა ევროპაში 250 ტანკს განალაგებს

კარტერი ევროპაში ერთ-კვირიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის დანიშნულება რუსეთის აგრესიის ფონზე ამერიკასა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.