ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის სანაპიროებთან გემი ჩაიძირა


თურქეთის სანაპიროებთან გემი ჩაიძირა
თურქი მაშველები ეკიპაჟის 10 პოლონელ წევრს ეძებს. სატვირთო ხომალდი სამშაბათს შავ ზღვაში ქარიშხლის დროს ჩაიძირა. ინციდენტი საპორტო ქალაქ ზონგულდაკის ნაპირებთან მოხდა, როდესაც კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემი "ვერა" ძლიერ შტორმში მოჰყვა. ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა მოხერხდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ხომალდი რუსეთიდან თურქეთის ქალაქ ალიაგასკენ მიემართებოდა.
XS
SM
MD
LG