ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრიო გადაწყვეტილების მოლოდინში


ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო საქართველოს ერვროპული პერსპექტივის მიცემას. ახლა კი ჯერი ევროკავშირის ლიდერებზეა, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილება ხუთშაბათს იქნება მიღებული.

უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი რეკომენდაცია უკვე მიიღო ევროკომისიისგანაც. თუ საბოლოო პასუხი დადებითი იქნება, ეს იქნება პირველი ნაბიჯი გაწევრიანებისკენ. 27 სახელმწიფოს გაერთიანებაში საბოლოო პროცესს შესაძლოა ათი წელიც კი დასჭირდეს, ამბობენ დიპლომატები და განმარტავენ, რომ უკრაინასა და მოლდოვას ბევრი რეფორმა ექნებათ გასატარებელი, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უკვე ესაუბრა ევროკავშირის 11 ქვეყნის წარმომადგენელს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ დაუკავშირდება სხვა ევროპელ ლიდერებს. ზელენსკის პოზიტიური მოლოდინები აქვს და ფიქრობს, რომ უკრაინას მხარს ოცდაშვიდივე სახელმწიფო დაუჭერს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება საქართველოც, აქამდე არსებული რეკომენდაციებით ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას მიიღებს. დღეს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის პრესრელიზში წერია, რომ :

  • საქართველოც უნდა გახდეს კანდიდატი აუცილებელი რეფორმების შესრულების შემდეგ
  • არ არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის „სწრაფი გზა“. გაწევრიანება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ
  • ევროკავშირის გაფართოება თავად ევროკავშირის ინტერესია

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, „დაუყოვნებლად“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას. იგივენაირად მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებით „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG