ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მკვლელობა კანადაში: ეჭვმიტანილს ფსიქიკური დაავადება ჰქონდა


ტორონტოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, მისი ოჯახის განცხადებით, ფსიქიკური დაავადება ჰქონდა. კვირას, გრიკთაუნის უბნის ხალხმრავალ ქუჩაზე, ფასალ ჰუსეინმა ორი ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა.

ორშაბათს ჰუსეინის ოჯახმა განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ფსიქოზით და დეპრესიით იტანჯებოდა. პოლიცია გამოძიებას აგრძელებს და ჯერჯერობით არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს.

მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ტროტუარიდან გამვლელებს ესვრის. თვითმხილველებმა დაახლოებით 20 გასროლის ხმა გაიგეს. რესტორნებით და კაფეებით სახელგანთქმულ ტორონტოს გრიკთაუნის უბანში მომხდარ ინციდენტში 10 წლის გოგონა და 18 წლის ახალგაზრდა ქალი დაიღუპნენ. მოკლულია თავად ჰუსეინიც, 29 წლის ტორონტოელი, თუმცა უცნობია, ის პოლიციელებმა მოკლეს, თუ თავად მოიკლა თავი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG