ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დასავლეთ შტატებში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა


ქუჩებში დიდი ვენტილიატორებია დაყენებული, რომლებზეც ზოგან წყლის ნაკადია მიშვებული შხეფებით მსურველების გასაგრილებლად

ამერიკის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მოსახლეობას სიცხისგან თავის დაცვისკენ მოუწოდებს. კალიფორნაში, ნევადასა და არიზონაში რეკორდული სიცხე ფიქსირდება.

ქუჩებში დიდი ვენტილიატორებია დაყენებული, რომლებზეც ზოგან წყლის ნაკადია მიშვებული შხეფებით მსურველების გასაგრილებლად.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას სიგრილეში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ექსტრემალურმა სიცხემ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ექსტრემალური სიცხე, სავარაუდოდ, სამშაბათამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG