ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის თავდასხმაში ეჭვმიტინილი ახალგაზრდა წყვილია


კალიფორნიის ქალაქ სან ბერნარდინოს სამართალდამცავებმა დაადგინეს იმ ორი ეჭვმიტანილის ვინაობა, რომლებმაც გუშინ ცეცხლი გახსნეს სოციალური დახმარების ცენტრში. თავდასხმის დროს დაიღუპა 14 ადამიანი და 17 დაშავდა.

სან ბერნარდინოს პოლიციის უფროსის განცხადებით, ეჭვმიტანილები 28 წლის საიდ ფარუკი და 27 წლის ტაშვინ მალიკი არიან. სავარაუდოდ წყვილი შეუღლებულია. ფარუკი ქალაქ სან ბერნარდინოს ჯანდაცვის სისტემაში მუშაობდა და მისი დაწესებულება საშობაო წვეულებას სწორედ იმ სოციალური დახმარების ცენტრში იხდიდა, სადაც გუშინდელი ტრაგედია დატრიალდა. პოლიციასთან გაცვლითი სროლის დროს ორივე თავდამსხმელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG