კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკალნდის პოლიცია აცხადებს, რომ შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რელიგიურ სკოლაში 7 ადამიანი მოკლა და სამი დაჭრა. ინციდნეტიდან რამდენიმე საათში თავდამსხმელი მეზობელი ქალაქის, ალამედას სუპერმარკეტში დააკავეს. თვითმხილველის განცხადებით, ოიკოს უნივერსიტეტში მიმდინარე ლექციის დროს ბოროტმომქმედი ფეხზე ადგა და პირდაპირ გულმკერდში ესროლა იქვე მჯდომ სტუდენტს, შემდეგ კი მთელი აუდიტორიის მიმართულებით ატეხა სროლა. სამართალდამცავებს ინფორმაცია თავდასმსხმელის ვინაობაზე და მოტივზე ჯერ არ გააჩნიათ.