ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკოლების გახსნის დილემა პანდემიის ფონზე - კალიფორნიის მაგალითი


სან-ფრანცისკოს სკოლის ავტობუსები, კალიფორნია

კალიფორნიის გუბერნტორის ინიციატივა, ივლისში სკოლების შესაძლო გახსნის შესახებ, მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების შფოთვის მიზეზი გახდა. გუბერნატორი გევინ ნიუსომი ფიქრობს, რომ გარკვეული სახის მოდიფიცირებით, სკოლების გახსნა ივლისის ბოლოს შესაძლებელი იქნება.

ნიუსომი ამბობს, რომ სკოლების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამ დროისთვის, შტატში ყველა სკოლა დახურულია და სასწავლო პროცესი დისტანციურად, ონლაინ მიმდინარეობს.

შტატს არ აქვს უფლება რაიონების დონეზე გახსნის ბრძანება გასცეს. გადაწყვეტილებას ადგილობრივი მმართველობა იღებს. სკოლის გხასნასთან დაკავშირებით კი შეთანხმება მასწავლებელთა პროფკავშირთან უნდა შედგეს. გუბერნატორის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა კალიფორნიის სკოლების ხელმძღვანელებისთვის. მათი თქმით, სკოლების ივლისის ბოლოს, ან აგვისტოში შესაძლო გახსნის შესახებ, გევინ ნიუსომის საჯარო განცხადებიდან მათ პირველად გაიგეს.

გეივენ ნიუსომი, კალიფორნიის გუბერნატორი
გეივენ ნიუსომი, კალიფორნიის გუბერნატორი

საჯარო განათლების მიმართულებით ერთ-ერთი ადგილობრივი მმართველი ამბობს, რომ ზოგიერთ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ გასაცემია. ტონი თორმუნდი ფიქრობს, რომ მთავარი საკითხი ჯანმრთელობის უსაფრთხოება უნდა იყოს - „პირველი და უმთავრესი კითხვაა, შესაძლებელია თუ არა სკოლების გახსნა ისე, რომ უზრუნველყოფილი იყო მოსწავლეების მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლობის უსაფრთხოება“ - აცხადებს ის.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც კალიფორნიელი განათლების სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რთული ფინანსური მგომარეობაა. იმ ფონზე, როცა შექმნილი ვითარების გამო სასწავლო დაწესებულებებს ბიუჯეტის შემცირება მოუხდათ, მათთვის რთული წარმოსადგენია 1000-მდე სკოლის გახსნა მოხერხდეს.

შტატის განათლების საბჭოს პრეზიდენტმა, სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ სკოლებისთვის 400 000 კომპიუტერის შესაძენად და ასევე მათი ინტერნატიზაციისთვის, 100 მილიონი დოლარია საჭირო. ლინდა დარლინგ-ჰამონდი ამბობს, რომ ამჟამად ტექნოლოგიებზე წვდომა 6.2 მილიონ კალიფორნიელ სტუდენტს აქვს.

სკოლების გახნის შესახებ გუბერნატრის ადრინდელი გეგმის მიხედვით, სასწავლო საათები ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ერთდროულად სკოლაში მყოფი მოსწავლეების რაოდენობა რაც შეიძლება მცირე იყოს. ცვლილებები უნდა შეეხოს სადილსა და სხვა ღონისძიებებს, სადაც მოსწავლეების შეკრება ხდება. ასევე, გუბერნატორის სცენარის მიხედვით, უნდა მოხდეს სასწავლო პორცესის კომბინაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლება უნდა გაგრძელდეს, როგორც სკოლებში, ასევე - ონლაინ რეჟიმში.

სკოლების გახსნა იმ ოთხფაზიანი გეგმის ნაწილია, რომელიც გუბერნატორმა, კალიფორნიის გახსნის შესახებ წარმოადგინა. გეგმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას გულისხმობს და მისი განხორციელება მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც შტატში კორონავირუსის მიზეზით, ადამიანთა ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დასტაბილურდება.

გევინ ნიუსომი აცხადებს, რომ შტატი ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულებების თანამშრომლების დამცავი აღჭუვრილობით სრულად უზრუნველყოფასა და ტესტირების რაოდენობის გაზრდაზეა ორიენტირებული.

ამერიკის ზოგიერთ შტატში უკვე გაიხსნა სილამაზის სალონები, ოღონდ - სოციალური დისტანცირების დაცვის პირობით. კალიფორნიის გახსნის გეგმაში, მსგავს ბიზნესებს მოცდა მოუწევთ. ასევე უცნობია, როდის გაიხსნება რესტორნები სრულფასოვნად, ადგილზე, მაგიდასთან მირთმევის მომსახურებით.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 014 568 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

კალიფორნიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, შტატში ამ დროისთვის, ინფიცირების 45 031 და გარდაცვალების 1 809 შემთხვევა აღირიცხა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG