ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიკაგოელი ტაქსის მძღოლი ტერორისტებს აფინანსებდა


ჩიკაგოელი ტაქსის მძღოლი ტერორისტებს აფინანსებდა
პაკისტანში დაბადებული ამერიკის მოქალაქე, ჩიკაგოს სასამართლომ, ალ ყაიდას მხარდამჭერი ჯგუფისთვის ფულის გადაგზავნის გამო დამნაშავედ სცნო. რაჯა ლაჰრაშიბ ხანი, რომელიც ჩიკაგოში ტაქსის მძღოლად მუშობდა, ამერიკის მოქალაქე 1988 წელს გახდა. მან სასამართლოზე აღიარა, რომ ტერორისტული ჯგუფის დახმარებას ცდილობდა.
პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, 2009 წლის ნოემბერში ხანმა პაკისტანში 950 ამერიკული დოლარი გადააგზავნა, თანხის ნაწილი ილიას ქაშმირისთვის იყო განკუთვნილი, ეს უკანასკნელი კი პაკისტანში მოქმედი ტერორისტული ჯგუფის ლიდერია, რომელსაც საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს ალ ყაიდასთან. ხანს ქაშმირისთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. პროკურორები იმასაც ამტკიცებენ, რომ ხანი 2010 წელს ამერიკის ერთერთ სტადიონზე ტერორისტული აქტის მოწყობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
XS
SM
MD
LG