ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიზნესმენებს ბრიტანეთ-რუსეთს შორის დაძაბულობა არ აშინებთ


რა ბედი ელის რუსულ ინვესტიციებს ბრიტანეთში? ეს კითხვა ბევრს აწუხებს მაც შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა.

ბრიტანეთმა რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა. 23 დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მთავრობამ გასულ კვირას მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილი იულიას მოწამვლაში ბრალი ოფიციალურ მოსკოვს დასდო.

სკრიპალი და მისი ქალიშვილი დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაში არიან საავადმყოფოში. პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინა, სტაბილურია, თუმცა ისიც დღემდე საავადმყოფოშია.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრალდებას აბსურდი უწოდა. ამასთან, კრემლმა დიდი ბრიტანეთის ნაბიჯზე საპასუხოდ, მოსკოვიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი დაითხოვა.

ინგლისისა და რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ახლა ყველაზე უარესია. ბრიტანელი ფინანსური მრჩეველები მოსკოვში ვარაუდობდნენ, რომ რუსი ოლიგარქები და ბიზნესმენები ამ მოვლენებით შეშფთდებოდნენ. თუმცა, საქმიანი ურთიერთობები ფინანსურ სექტორში უცვლელად გრძელდება. ბისნესმენები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებია და განსაკუთრებულად არაფერი შეიცვლება.

ბრიტანეთის ხელისუფლება ლონდონში დიდი რაოდენობით რუსული ინვესტიციების წარმომავლობას საფუძვლიანად აქამდე არ იკვლევდა. ამის გარკვეული მიზეზი ის შიშიც იყო, რომ "რუსული ფული" ქვეყნიდან გავიდოდა. მეორე მხრივ მოსკოვიც დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებით "ბრექსიტის" შემდეგ ინგლისისთვის ეს ინვესტიციები და მათი შენარჩუნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდება. თუმცა წარსული უმოქმედობა ტერეზა მეის უძნელებს ევროპელი პარნტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ ერტობლივ განცხადებაზე მეტის გაკეთებაა საჭირო. გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიტანეთს მოუწოდა, შეამოწმოს ქვეყანაში არსებული საეჭვო რუსული წარმომავლობის კაპიტალი მანამ, სანამ მოკავშირეებს რუსეთის მიმართ პოზიციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG