ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ბირმაზე სანქციების შესუსტების მომხრეა


ვაშინგტონი მხარს უჭერს ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში ყოველგვარი შეზღუდვების მოხსნას

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბირმიდან იმპორტის აკრძალვის გაუქმება მოითხოვა.

მისი თქმით: „შეერთებულმა შტატებმა ჩვენი კომერციული ურთიერთობის ნორმალიზებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რაც ჩვენს ბაზარზე უფრო მეტი საქონლის გამოჩენას შეუწყობს ხელს.“

ჰილარი კლინტონის განცხადებით, ეს ღონისძიება ბირმის სამხედრო მმართველების წახალისებას ისახვას მიზნად, რომლებიც ამ ბოლო ხანს რეფორმების კურსს დაადგნენ.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ბირმის პრეზიდენტთან, ზეინ სეინთან შეხვედრისას ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში ყოველგვარი შეზღუდვების მოხსნას.
XS
SM
MD
LG