ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუნ სან სუჩი აშშ-ს ეწვევა


ბირმის ოპოზიციის ლიდერს კონგრესის უმაღლესი ჯილდო გადაეცემა

ბირმის ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუჩი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს. პოლიტიკოსი კონგრესის ოქროს მედლით დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრება, შეხვდება ამერიკელ კანონმდებლებს და ამერიკაში ბირმის დიასპორას.

ვიზიტი ასევე ემთხვევა ბირმის პრეზიდენტის, ტეიმ შეინის სტუმრობას ამერიკაში, სადაც ის ადამიანის უფლებების პრობლემებთან დაკავშირებულ შეხვედრებს გამართავს.

აუნ სან სუჩი პირველ ვიზიტს მართავს აშშ-ში თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ. მას ბირმის პოლიტიკური რეფორმებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცემა. ბირმელი ლიდერი ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამასაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG