ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და “ქორისებური სტრატეეგის” თეორიტიკოსი ზბიგნევ ბზეჟინსკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბზეჟინსკის გარდაცვალება სოციალურ ქსელ ტვიტერში მისმა ქალიშვილმა, ტელეარხ MSNBC-ის წამყვანმა მიკა ბზეჟინსკიმ დაადასტურა.

“წუხელ მამა გარდაიცვალა. მეგობრები მას იცნობდნენ, როგორც დიდ ზბიგს, მისი შვილიშვილები როგორც მთავარს, ცოლისთვის კი ის მოსიყვარულე ქმარი იყო. მე ვიცნობდი მას, როგორც ყველაზე შთამაგონებელ, მოსიყვარულე და თავგადადებულ მამას, რომელზეც ნებისმიერი გოგო იოცნებებდა,” წერს მიკა ბზეჟინსკი.

ბზეჟნსკი 1928 წლის 28 მარტს ვარშავაში დაიბადა. პოლონელი დიპლომატის შვილი რუსეთით კანადაში დაინტერესდა, სადაც მამის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ ოჯახი ქალაქგარეთ დასახლდა. იქვე, მეზობელი ფერმერისგან სწავლობდა ახალგაზრდა ბზეჟინსკი რუსულს, რამაც მისი სამომავლო კარიერა განსაზღვრა.

ბზეჟინსკიმ განათლება კანადასა და შერთებულ შტატებში მიიღო. მისი პოლიტიკური კარიერა კანადაში, მაკგილის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც ის პოლიტიკასა და ეკონომიკას სწავლობდა. მოგვიანებით, მან დოქტორის ხარისხი ჰარვარდში დაიცვა, სადაც საბჭოეთს და ტოტალიტარიზმს იკვლევდა.

ბზეჟინსკიმ მალევე სახელი გაითქვა, როგორც კომუნიზმის ექსპერტმა, 1960 წელს ის ჯონ კენედის მრჩეველი იყო, მოგვიანებით კი ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 1976 წელს ბზეჟინსკი პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი გახდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ბზეჟნსკი დემოკრატი იყო, თუმცა მისი ხედვები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ხშირად სიმკაცრით გამოირჩეოდა.

1981 წლის 17 იანვარს პრეზიდენტმა კაარტერმა ბზეზინსკის თავისუფლების მედალი გადასცა
1981 წლის 17 იანვარს პრეზიდენტმა კაარტერმა ბზეზინსკის თავისუფლების მედალი გადასცა

მაგალითად, როცა სახელმწიფო მდივანი საირუს ვენსი ნიქსონ-კისინჯერის ე.წ. ძალთა ბალანსის “სამკუთხედს” უჭერდა მხარს, რომელშიც შეერთებულ შტატებს, ჩინეთს და საბჭოთა კავშირს თანაბარი გავლენა უნდა ჰქონოდა, ბზეჟინსკი მოსკოვთან ურთიერთობების “სტრატეგიულ გაუარესებას” და ჩინეთთან უფრო ახლო კავშირებს ემხრობოდა.

ბზეჟინსკიმ მნიშნელოვანი კვალი დაატყო როგორც ამერიკის საგარეო პოლიტიკას, ასევე გლობალურ პოლიტიკას. თანამდებობის დატოვების შემდეგ თავის ესეებში, ინტერვიუებსა თუ სატელევიზიო გამოსვლებში ის თვალს ადევნებდა და აფასებდა ამერიკის ექვსი ადმინისტრაციის პოლიტიკას, მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არჩევნებს, რომლის საგარეო პოლიტიკაც, ბზეჟინსკის შეფასებით, არათანმიმდევრული იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG