ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი წლის ბოლომდე კოვიდ-შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს


ინგლისი 2021 წლის დასასრულამდე, კოვიდ-19-თან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ელოდება მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ჯანდაცვის სისტემას, გაუმკლავდეს ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს.

შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი. ეს მაშინ, როცა შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დამატებით ზომებს უკვე იღებს.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ინგლისში ინფიცირების შემთხვევების 90%-მდე ომიკრონზე მოდის. ახლა მთავრობა აკვირდება მონაცემებს, ომიკრონით ინფიცირების ფონზე, რამდენი პაციენტის შემთხვევაში გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია.

ბოლო მონაცემებით, მარტის შემდეგ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია და 8 474-მდე ავიდა, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება იანვრის პიკს, 34 000-ს შემთხვევას.

ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ფონზე, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, ახალი წელი სიფრთხილით აღნიშნონ.

XS
SM
MD
LG