ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ელჩმა ირანის ტერიტორია დატოვა


ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ელჩმა ირანში, ქვეყანა დატოვა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, გასულ კვირას ის ირანის ოფიციალურმა პირებმა დააკავეს.

რობ მაკარი 11 იანვარს 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში. ის მას შედეგ დააკავეს, რაც ირანის მიერ ჩამოგდებული უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავში დაღუპულთა მოსახსენებელ საღამოს დაესწრო.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA- ს განცხადებით, დიპლომატი მას შემედეგ დაკავეს, რაც მას "წინასწარი შეტყობინება" გადაეცა.

ბრიტანეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ მაკარის ლონდონში გამგზავრება არის "რუტინული საქმე, როგორც ყოველთვის" და დაგეგმილი იყო მის დაკავებამდე.

"სრულიად ნორმალურია, რომ ჩვენი ელჩები უკან, ლონდონში ბრუნდებოდნენ და შეხვედრებს აქ მართავდნენ", განაცხადა უწყების პრესსპიკერმა.

თავად ელჩმა თქვა, რომ "სრულიად ნორმალურია პატივისცემა გამოხატო" იმ 176 დაღუპულის მიმართ, ვინც 8 იანვარს უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავში დაიღუპა. მათი ნაწილი ბრიტანელი იყო.

თუმცა, ეს ღონისძიება მალე ანტისამთავრობო პროტესტში გადაიზარდა და როგორც ელჩი აცხადებს, მან იქაურობა 5 წუთის შემდეგ დატოვა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩის ქმედება იყო "დიპლომატიური ნორმების წინააღმდეგ" და გააფრთხილა ბრიტანეთი, რომ თავი აარიდონ "ახალ შეცდომებს".

ბრიტანეთის მთავრობამ "მკაცრი პროტესტი" გამოთქვა ელჩის დაკავების გამო და ამ ფაქტს "საერთაშორისო კანონის აღმაშფოთებელი დარღვევა" უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG