ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბუ ჰამზას სასამართლო აშშ-ში გაიმართება


ჰამზას ბრალად ედება ამერიკის შტატ ორეგონში ტერორისტების საწვრთნელი ბანაკის შექმნა

ბრიტანეთიდან ამერიკაში ხუთი ეჭვმიტანილი ტერორისტის ექსტრადირება მოხდა, რომელთაგან ერთ-ერთი მუსლიმი კლერიკი აბუ ჰამზა ალ მასრია. ეჭვმიტანილები ამერიკის სასამართლოს წინაშე 24 საათის განმავლობაში წარსდგებიან.

ბრიტანეთის სამეფომ საჰაერო ძალების ბაზიდან შაბათს გამთენიისას ორი თვითმფრინავი გამოაფრინა, რომლებზეც ეჭვმიტანილი ტერორისტები იმყოფებოდნენ. ბრიტანეთიდან ექსტრადიციამდე, ჰამზამ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ ამერიკის ციხეებში არსებული მდგომარეობის გამო მისი ექსტრადიცია არ მომხდარიყო. ჰამზას განცხადებით, ამერიკულ ციხეებში ადამიანის უფლებები ირღვევა. ბრიტანეთის სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ჰამზას ბრალად ედება ამერიკის შტატ ორეგონში ტერორისტების საწვრთნელი ბანაკის შექმნა და 16 ადამიანის გატაცების ორგანიზება, რომელთაგან ორი ამერიკელი იყო.
XS
SM
MD
LG