ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში მეტროს მძღოლები გაიფიცნენ


ბრიტანეთში მეტროს მძღოლები გაიფიცნენ
ბრიტანეთში მეტროს მძღოლები გაიფიცნენ

დიდ ბრიტანეთში ამჯერად მეტროს მძღოლები გაიფიცნენ. 24-საათიანმა აქციამ შობის შემდგომი ფასდაკლებების მოლოდინში მყოფი ლონდონელები ძლიერ გააწბილა.

მეტროს მძღოლები ხელფასის მომატებას ითხოვენ და ადმინისტრაციის მიერ 26 დეკემბერს, უქმე დღეს, დამატებითი ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმას აპროტესტებენ. თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, საქალაქო ტრანსპორტის მუშაკები 2012 წლის იანვარში და თებერვალში განმეორებითი გაფიცვებით იმუქრებიან.

რიგითი ლონდონელები ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ უქმე დღე. ავტობუსების და ტაქსების რიგში დღეს ტევა არ იყო. ფასდაკლებების მოლოდინში მყოფი ბრიტანელებისთვის მაღაზიის კარებები ქალაქში დილაადრიანად გაიხსნა.

XS
SM
MD
LG