ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფოს ბრალი გამოიკვეთა


რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ბრიტანეთის მთავრობის უფროსი გამომძიებელი აცხადებს, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის გეგმა, სავარაუდოდ, პირადად რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა. ლიტვინენკო რუსეთის ჯაშუში იყო და შემდეგ დისიდენტი გახდა. პუტინის კრიტიკის და მისი პედოფილად მოხსენიების გამო ის ბრიტანეთში გაასახლეს.

გამოძიების თავმჯდომარემ, გადამდგარმა მოსამართლე რობერტ ოვენმა დღეს გამოაცხადა, რომ ერთწლიანმა გამოძიებამ, 2006 წლის ნოემბერში ლიტვინენკოს მოწამვლის საქმეში, რუსეთის სახელმწიფოს ბრალი დაადგინა.

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ "სამწუხაროა, რომ კრიმინალური შემთხვევის პოლიტიზირება მოხდა, რამაც ორმხრივი ურთიერთობების ზოგად სივრცეს ჩრდილი მიაყენა".

XS
SM
MD
LG