ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კამერონი მოსკოვს ეწვია


დევიდ კამერონი მოსკოვს ეწვია
დევიდ კამერონი მოსკოვს ეწვია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი რუსეთის დედაქალაქს ეწვია. ეს ბოლო ექვსი წლის მანძილზე ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის რუსეთში პირველი ვიზიტია. როგორც მოსალოდნელია, ბატონი კამერონი რუსეთთან სავაჭრო კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. რუსეთს და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა 2006 წლის შემდეგ გაცივდა, როდესაც ლონდონში რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო მოწამლეს. რუსეთი ბრიტანეთის მხარის მოთხოვნაზე, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილის ანდრეი ლუგავოის ექსტრადირებას ეხება, კვლავ უარს აცხადებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან. კამერონის დელეგაციაში ბრიტანული ბიზნესის 20-მდე ხელმძღვანელი იმყოფება. მათ შორის „ბრითიშ პეტროლიუმის“ შეფი რობერტ დადლი.

XS
SM
MD
LG