ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზეიმო ცერემონია ბრიტანეთში


უამინდობით მიუხედავად, გაერთიანებული სამეფოს მონარქის პატივსაცემად ასობით ათასი ადამიანი უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში ტემზაზე გამართულ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე დასასწრებად შეიკრიბა. შენობები და მაყურებლები ბრიტანეთის “იუნიონ ჯეკის” დროშის წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში იყვნენ მორთულნი. ზარების ხმა მთელი ლონდონის მასშტაბით ისმოდა.

დედოფალი, რომელიც ვერცხლისფერისა და თეთრის კომბინირებულ სამოსელში იყო გამოწყობილი, შეკრებილ საზოგადოებას 90 წლის მეუღლესთან - პრინც ფილიპთან, უფლისწულ ჩარლზთან და მის უფროს ვაჟთან - პრინც უილიამთან ერთად, ღიმილით მიესალმა ხალხს. ცერემონიალზე უილიამის მეუღლე, ქეითიც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც ალექსანდერ მაქქუინის კაშკაშა წითელი კაბა ეცვა.

დედოფლის ექვს-დეკადიანი მმართველობის 4-დღიანი საზეიმო ცერემონია ოფიციალურად შაბათს დაიწყო.

კვირას, დედოფალი ელისაბედი ოჯახის წევრებთან და ათასობით მაყურებელთან ერთად იუბილეს ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრო. ღონისძიებას 6 ათასამდე პოლიციელი იცავდა.

ორშაბათს, 86 წლის მონარქმა ნაციონალური შუქურა აანთობს. სამშაბათს, დედოფალი და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი, წმინდა პავლეს ტაძარში მადლიერების მსახურებას დაესწრებიან. ამავე დღეს, ნაშუადღევს, საზეიმო ცერემონიალის დასასრულს, სამეფო ოჯახი ბუკინგემის სასახლის აივნიდან მიესალმება მაყურებელს.

ელისაბედი სამეფო ტახტზე მამის, ჯორჯ მეფის გარდაცვალების შემდეგ 1952 წელს ავიდა. მომდევნო წელს იგი შვიდი ქვეყნის - გაერთიანებული სამეფოს, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, პაკისტანისა და ცეილონის (შრი ლანკის) დედოფლად აკურთხეს.

XS
SM
MD
LG