ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ „დაიკავე ლონდონის“ კარვები დაშალა


პოლიციამ „დაიკავე ლონდონის“ კარვები დაშალა

ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წმინდა პავლეს კათედრალის ტერიტორიდან „დაიკავე ლოდონის“ ათობით დემონსტრანტი გააძევეს. აქ მათი აქცია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ქალაქის ხელისფლების წარმომადგენლები კათედრალის ტერიტორიაზე პოლიციის რაზმთან ერთად მივიდნენ და 50-ზე მეტი კარავი დაშალეს. პოლიციის ინფორმაციით მათ 20-მდე დემონსტრანტი დააპატიმრეს, რომლებიც ბარიკადების აგებას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადნენ. ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. „დაიკავე ლონდონის“ მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ ისინი თავიანთ საპროტესტო მოძრაობას აუცილებლად გააგრძელებენ.

XS
SM
MD
LG