ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური სკანდალი ბრიტანეთში


მმართველი კონსერვატიული პარტიის ფანდრეიზინგის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა

ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის ფანდრეიზინგის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ფარულ ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ დიდი რაოდენობით შემოწირულობის გაღების შემთხვევაში ის დონორს, პრემიერ მინისტრთან შეახვედრებდა.

პარტიის ხაზინადარი პიტერ კრუდასი აცხადებს, რომ ბრიტანულ გაზეთ „სანდეი ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატია სიცრუეა.

მისი თქმით, არა მხოლოდ თავად ვერ შეძლებდა ასეთი შეხვედრის მოწყობას მსხვილი შემოწირულობის შემთხვევაში, არამედ თავად პრემიერ მინისტრიც არ დათანხმდებოდა შეხვედრას.

სტატიაში ნათქვამია, რომ 400 ათასი დოლარის ოდენობის შემოწირულობის საფასურად კრუდასი დონორებს კამერონთან შეხვედრას ჰპირდებოდა.

XS
SM
MD
LG