ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი ამერიკის დაზვერვას ინფორმაციის გაჟონვისთვის აკრიტიკებს


დიდი ბრიტანეთი შეერთებული შტატების დაზვერვას საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვისთვის საყვედურობს. განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მდივანმა ამბერ რუდმა დღეს „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. რუდის თქმით, ამერიკულმა მედიამ მანჩესტერის ტერაქტზე ინფორმაცია მანამდე გამოაქვეყნა, ვიდრე მას ბრიტანეთის ოფიციალური პირები გაავრცელებდნენ.

მართალია, ამჯერად მომხდარი გაჟონვის გამო გამოძიება არ დაზარალებულა, მაგრამ „ჩვენს მეგობრებს გარკვევით ვუთხარი, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს“ - განაცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა გადაცემაში „რადიო-4 დღეს“. მისი თქმით, მომავალში ის გადახედავს იმ გზებს, რომლითაც ინფორმაცია ვრცელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG