ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა რუსეთს 18 მილიარდი ფუნტის ღირებულების აქტივები გაუყინა


რომან აბრამოვიჩი, ცნობილი რუსი მილიარდერი

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსი ოლიგარქების მფლობელობაში არსებული 18 მილიარდ ფუნტზე მეტად შეფასებული აქტივები გაყინა. ეს ბრიტანეთის მორიგი ნაბიჯია რუსეთის მიმართ, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

რუსეთი ახლა ლიბიასა და ირანსაც კი უსწრებს ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების რაოდენობით. პუტინის რუსეთი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მძიმედ სანქცირებული ქვეყანა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სანქციები შეეხო როგორც რუს ოლიგარქებს, ისე რუსულ კომპანიებს. სანქცირებულებს შორის არიან რომან აბრამოვიჩი და მიხაილ ფრიდმანიც, ასევე პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისი ოჯახის წევრები და რუსეთის სამხედრო სარდლობა.

გაყინული აქტივები მოიცავს სანქცირებული ორლიგარქებისა და კომპანიების მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებსა და აქციებს.

გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობას რუსული პროდუქტის ექსპორტის 95% უკვე აკრძალული აქვს. ასევე, 2022 წლის ბოლოსთვის ბრიტანეთი სრულად შეწყვეტს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარებას.

"რუსეთს დავუწესეთ აქამდე არსებული ყველაზე მკაცრი სანქციები და ეს ანგრევს მათ ომის მანქანას" - თქვა ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ენდრიუ გრიფინმა.

"ჩვენი გზავნილი ნათელია: არ მივცემთ პუტინს უფლებას, რომ ამ საშინელ ომში წარმატებული იყოს" - ამბობენ ბრიტანეთის მთავრობაში.

ამ დრომდე, ბრიტანეთმა უკრაინაში დაწყებული ომის გამო, სანქციები დაუწესა რუსეთის 1 200-ზე მეტ მოქალაქეს, ინდივიდუალურ პირს, მაღალი დონის ბიზნესმენს და პოლიტიკოსს. სანქციებში მოყვა 120-ზე მეტი ორგანიზაცია.

XS
SM
MD
LG