ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის მიერ ურანის გამდიდრებით შეშფოთებას გამოთქვამენ


ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელმომწერმა სამმა მხარემ - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ - სერიოზული შეშფოთება გამოთქვა გაეროს ბირთვული ენერგიის საზედამხედველო ორგანოს ანგარიშის გამო, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანმა ლითონური ურანი მიიღო და შეთანხმების პირობების დარღვევით, იარაღის დონის გამდიდრებული ურანის წარმოება გააძლიერა.

ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ ირანმა წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ურანი 60 პროცენტამდე გაამდიდრა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ირანმა 20 პროცენტამდე გამდიდრებული ლითონური ურანის 200 გრამი პირველად მიიღო და ნათანზის ბირთვულ ობიექტზე არსებული ცენტრიფუგების მეორე კასკადის მეშვეობით, ურანს 60 პროცენტამდე ამდიდრებს.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების თანახმად, თეირანმა ვალდებულება იკისრა არ აწარმოოს ლითონური ურანი, რომელიც შეიძლება ბირთვული ბომბის ბირთვში იქნას გამოყენებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG