ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორია ბრიტანეთის ბრექსიტის ისტორია


დაახლოებით, 60 წლის წინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ჰაროლდ მაკმილანმა წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთი უნდა გამხადარიყო ნაწილი გაერთიანებისა, რომელსაც მაშინ ევროპული საზოგადოება, ახლა კი ევროპის კავშირი ჰქვია. მაშინ, პრემიერი ფიქრობდა, რომ სხვა ალტერნატივა ბრიტანეთს არ ჰქონდა და ის სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად უნდა გაერთიანებულიყო კავშირში, რათა არ დაეკარგა საკუთარი მნიშვნელობა გლობალურ ასპარეზზე.

მაკმილანი თვლიდა, რომ, თუ ბრიტანეთი კავშირის წევრი არ გახდებოდა, მაშინ ამერიკული ინვესტიციები ევროპაში ბრიტანეთს გვერდის ავლით შევიდოდა და ქვეყანა მთავარ ეკონომიკურ სარგებელს დაკარგავდა.

ბრიტანეთს ევროკავშირში გასაწევრიანებლად 10 წელიწადზე მეტი დასჭირდა. გაერთიანებიდან გამოყოფა კი ქვეყანამ ამ დროის თითქმის მეოთხედ დროში მოახერხა.

პირველი დაბრკოლება ევროკავშირში გასაერთიანებლად ბრიტანეთისთვის საფრანგეთი აღმოჩნდა. შარლ დე გოლი მაშინ ამბობდა, რომ ბრიტანეთი საკმარისად ევროპული ქვეყანა არ იყო. მან მაკმილანს უთხრა, რომ ბრიტანეთი ზედმეტად იყო შეპყობილი ამერიკითა და კავშირებით ყოფილ კოლონიებთან.

შარლ დე გოლის წინააღმდეგობის მიხუედავად, ბრიტანეთის პრემიერი კვლავ ფიქრობდა, რომ ევროკავშირი იყო ერთადერთი გზა მისი ქვეყნისთვის, რათა ეკონომიკური სტაბილურობა და პოლიტიკური სარგებელი შეენარჩუნებინა. ევროკავშირი ბრიტანეთს იმისთვისაც სჭირდებოდა, რომ არ გაჭყლეტილიყო სხვა დიდ სახელმწიფოებს და მათ ძალთა ბალანსს შორის.

1973 წელს, ჰაროლდ უილსონის პრემიერ-მინისტრობის დროს, ბრიტანეთმა მოახერხა ევროკავშირში გაერთიანება. მაშინ, პრემიერი მაკმილანი პოლიტიკაში აღარ იყო, შარლ დე გოლი კი 3 წლის გარდაცვლილი იყო.

ის მიზეზები, რაც თავის დროზე მაკმილანს ჰქონდა და რის გამოც მას ბრიტანეთის ევროკავშირში გაერთიანება სურდა, ახლა, თითქმის 60 წლის შემდეგ გამოიყენეს მათ, ვინც ბრექსიტს ემხრობა.

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ახლაც, ქვეყანა ზუსტად იმავე შეკითხვებს უსვამს საკუთარ თავს, როგორსაც წლების წინ მაკმილანი. როგორი იქნება ეკონომიკური შედეგები და შეინარჩუნებს, თუ არა ქვეყანა პოლიტიკურ გავლენას მსოფლიოს მასშტაბით?

იანვარში, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა, "ტაიმსთან" საუბარში გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთი ზედმეტად იქნება დამოკიდებული ამერიკულ ჯარებზე და რომ ორი ქვეყნის ინტერესი ყოველთვის ერთმანეთს არ დაემთხვევა. ახლა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ე.წ "ღრმა თავდაცვის მიმოხილვისთვის" ემზადება. ეს ბრიტანეთში ცივი ომის დასრულების შემდეგ არ მომხდარა.

როგორ ჩანს, ბორის ჯონსონი, იმედოვნებს, რომ შეძლებს ისეთი შეთანხმების დადებას, რომელიც ბრიტანელ ექსპორტიორებს მისცემს საშუალებას ბაზარზე წვდომა ევროკავშირის წესების გვერდის ავლით ჰქონდეთ. ამან, შესაძლოა ბრიტანეთს გაურთულოს მოლაპარაკებები ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო მოლაპრაკებების შესახებ.

ბრექსიტისა და ზოგადად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ თავის წიგნში წერს ბრიტაენლი ისტორიკოსი, ჯეიმს ჰენესი. "ჩვენ ბრიტანელები დიდ გადაწყვეტილებებს ისე ვიღებთ, თითქოს, ანესთეზიის ქვეშ ვართ და მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ ვკითხულობთ- მართლა ამის გაკეთება გვსურდა?".

მხოლოდ დრო აჩვენებს იყო თუ არა ბრექსიტი ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG