ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის მოქალაქეები ბრიტანეთში "ბრექსიტის" შემდეგაც ფართო უფლებებით ისარგებლებენ


ბრიტანეთი ევროკავშირის მოქალაქეებს ქვეყანაში დარჩენის უფლებას ბრექსიტის შემდეგაც მისცემს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ცდილობს დაარწმუნოს ბრიტანეთში მცხოვრები მილიონობით ევროპელი, რომ მათი და მათი ოჯახების ცხოვრება არ შეიცვლება მას მერე, რაც ლონდონი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს 2019 წლიდან.

მათ, ვინც ქვეყანაში 5 ან მეტი წელია ცხოვრობს, საშუალება ექნებათ, სპეციალური განაცხადის შევსების შემდეგ „ბრიტანეთში მცხოვრების“ სტატუსი მიიღონ და ისინი პრაქტიკულად იმავე უფლებებით ისარგებლებენ, რა უფლებითაც ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში დაბადებული მოქალაქეები. არ შეეზღუდებათ წვდომა ჯანდაცვის, განათლებისა და საპენსიო სისტემებზე. მათი სტატუსი კი ბრიტანეთის კანონმდბელობი იქნება რეგულირებული და არა ევროპული სამართლით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG