ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიქსის სამიტი სამხრეთ აფრიკაში გაიმართება


მსოფლიოს 5 ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოლიტიკური და ბიზნესლიდერები მე-5 სამიტზე იკრიბებიან

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ბრიქსის ქვეყნები -ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა- მსოფლიოს ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებად ითვლებიან. მომავალ სამიტს ბრიქსის ქვეყნები ჯგუფის ყველაზე ახალ წევრთან, სამხრეთ აფრიკაში გამართავენ.

ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ სახელმწიფოებს განვითარების საერთო მიზნები აკავშირებთ. ერთ-ერთი ამ ინტერესთაგანი - ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობაა. 2013 წელს ჯგუფი დრამატულ ნაბიჯს დგამს და განვითარების საკუთარი ბანკის დაარსებას გეგმავს. ამით ბრიქსის ქვეყნებს მეტი ფინანსური თავისუფლება მიენიჭებათ და დასავლურ ორგანიზაციებზე ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულები.

მარტში სამხრეთ აფრიკის სამიტზე ბრიქსის ქვეყნების განვითარების ბანკის დაარსებისთვის აუცილებელი ფინალური ნაბიჯების გადადგმაა მოსალოდნელი. სამხრეთ აფრიკის ელჩი, ანილ სუკლალი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორია. მისი თქმით, ქვეყნებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუ სად დაფუძნდეს ბანკი, ან რა იქნება მისი საწყისი კაპიტალი. ჯერჯერობით საუბარია 10-მილიარდიან შენატანზე, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, ანუ 50-მილიარდიან საწყის კაპიტალზე.


მინდა ავღნიშნო, რომ ბანკის დაფუძნების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე არსებობს. ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არ გვაქვს. ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ საერთაშორისო განვითარების ბანკებს ფონდები ეწურებათ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს საკუთარი პრობლემები და გამოწვევები აქვთ. ასე რომ ნაღდი ფული, რომლითაც განვითარებადი ქვეყნების დახმარება უნდა მოხდეს, თანდათან ილევა“ - აღნიშნავს სამხრეთ აფრიკის ელჩი ბრიქსში.

მინერალებით მდიდარი სამხრეთ აფრიკა რამდენიმე ხანია მსოფლიოს 8 უმდიდრეს ქვეყანას შორის მოიხსენიება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნები მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ კურსს განსაზღვრავენ, რაც სამხრეთ აფრიკის აზრით, ისევ წამყვანი ქვეყნების პირადი ინტერესებით არის ნაკარნახევი და არა თავად განვითარებადი ქვეყნების საჭიროებით.

ამიტომ 2010 წელს სამხრეთ აფრიკა საკუთარ ეკონომიკურ კლუბში გაწევრიანდა და იმედი აქვს, რომ თავის გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე ბრიქსის წევრობით გაზრდის. 4 დანარჩენ ქვეყანასთან ერთად ბრიქსის საერთო ბიუჯეტი 13.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეხუთედს უდრის. სწრაფად მზარდი და რესურსებით მდიდარი ქვეყნით ბრიქსიც დაინტერესდა და ლოგიკური მოკავშირე აფრიკის კონტინენტიდანაც შემოიერთა.


უცხოური რეზერვის თითქმის ორ მესამედს განვითარებადი ქვეყნები ფლობენ. მათ უდიდეს ნაწილს დღეს სწორედ ბრიქსის ქვეყნები შეადგენენ. ეს ნაღდი ფულია და მათი ინვესტირების გადაწყვეტილების უფლება ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს“ - აცხადებს სამხრეთ აფრიკის ელჩი ანილ სუკლალი.

ბრიქსის ქვეყნების რიგით მე-5 სამიტის ფარგლებში შეხვედრები 26 მარტს ქალაქ დურბანში დაიწყება. მასში მონაწილეობას პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ხუთივე ქვეყნის ბიზნესების 800-მდე წარმომადგენელი მიიღებს.
XS
SM
MD
LG