ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამერიკის ინტერესებს საფრთხეს უქმნის


ნატოს მთავარსარდალმა, ამერიკის საჰაერო ძალების გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა ამერიკელ კანონმდებლებს უთხრა, რომ რუსეთი ამერიკის ინტერესებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში საფრთხეს უქმნის. ბრიდლოვმა ეს განცხადება სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისთვის ჩვენების მიცემისას გააკეთა.

მან ევროპაში მიგრანტების პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი და მისი მოკავშირე სირია მიგრანტებს “იარაღად იყენებენ” ევროპის სტრუქტურებისთვის ზიანის მისაყენებლად და ევროპის ერთიანობის გასატეხად. მისივე თქმით, მიგრანტებთან ერთად ევროპაში დამნაშავეები, ტერორისტები და უცხოელი მებრძოლები შედიან.

XS
SM
MD
LG