ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრექსიტის წლისთავი: საზოგადოებრივი აზრის დანაწევრება სახეზეა


ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა აქცია ლონდონში
ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა აქცია ლონდონში

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმზე, ხმა ევროპის კავშირის დატოვებას მისცეს. ბიულეტენზე მაშინ კითხვა ძალიან მარტივად იყო დასმული და მას დადებითი პასუხი მოსახლეობის 52-მა პროცენტმა გასცა. გაერთიანებულ სამეფოში დღეს შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია აჩვენებს, რომ ქვეყნისთვის ე.წ. ბრექსიტით მიყენებული ჭრილობა გაცილებით ღრმაა და შედეგებიც უფრო შორსმიმავალია.

ანალიტიკოსები ბრიტანეთის პოლიტიკას შეერთებულ შტატებში შექმნილ სიტუაციას ადარებენ, სადაც საზოგადოებაში განსხვავებულ აზრს ღირებულებები უფრო განსაზღვრავს, ვიდრე პარტიული პოლიტიკა.

ბრიტანეთში თვის დასაწყისში ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში, ბრექსიტის გამო ერთგვარი რევანშისტული მოძრაობა დაიწყო. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად, ანალიტიკოსების აზრით, ქალაქ კანტენბერის არჩევნები გამოდგება. იქ მმართველი კონსერვატიული პარტია, რომელიც 1918 წლიდან მოყოლებული, თითქმის საუკუნეა იმარჯვებს, ლეიბორისტულ პარტიასთან დამარცხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG