ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Brexit-ის გამოძახილი უნგრეთში


ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპაში ნაციონალისტურ მოძრაობებს ახალისებს, ისინი აცხადებენ, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება მათ ძალას მატებს ევროპის კავშირის მიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ.

უნგრეთი რამდენიმე თვეში რეფერენდუმს გამართავს, სადაც მოქალაქეები გადაწყვეტენ უნდა დაემორჩილოს თუ არა ქვეყანა გერმანიის კანცლერის მიერ დაკისრებულ კვოტებს დევნილების მიღების შესახებ.

რეფერენდუმზე მილიონებს ხარჯავს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა. ორბანის თქმით რეფერენდუმი უნგრეთის სუვერენიტეტის დაცვის შანსია.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმში კვოტების მოწინააღმდეგეები გაიმარჯვებენ. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორ ნიკ სიტერის თქმით, პრემიერი ბრიუსელს უნგრელი ხალხის მტრად ხატავს.

XS
SM
MD
LG