ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში ხელოვნების ნიმუშები დაიწვა

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმს 3 სექტემბერს ხანძარი გაუჩნდა, რის გამოც მთლიანად სამხრეთ ამერიკის ისტორიის და კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია დაიწვა. განადგურებულია 12 ათასი წლის წინანდელი ქალის ნარჩენებიც, რომელსაც ლუიზა შეარქვეს. ის კონტინენტის ყველაზე ძველი ბინადარი იყო. ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი 200-ზე მეტი წლისაა და მასში 20 მილიონზე მეტი ხელოვნების ნიმუში და ისტორიული მასალა ინახებოდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.


XS
SM
MD
LG