ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფროსი ცარნაევი კონტრტერორისტულ სიაში იყო


ტამერლან ცარნაევი 2011 წლიდან გამოძიების ფედერალურ ბიუროს და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიერ აღრიცხვაზე იყო აყვანილი

შეერთებული შტატების ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი უფროსი ცარნაევი 2011 წლის ბოლოდან კონტრტერორისტულ სიებში იყო. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აცხადებს, რომ ტამერლან ცარნაევი აღრიცხვაზე მას შემდეგ აიყვანეს, რაც რუსეთის მთავრობა მათ დაუკავშირდა და გაანდო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ტამერლანი რადიკალური ისლამისტი გახდა.

მოსკოვმა ანალოგიური გაფრთხილება იმავე წელს, ოღონდ ცოტა უფრო ადრე, გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც გადაუგზავნა. სააგენტომ ძიება დაიწყო, თუმცა ვერაფერ ხელშესახებს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შეიძლება პრობლემა ყოფილიყო, ვერ მიაკვლია. სენატში ოფიციალური მოსმენები იგეგმება, რომელზეც ამერიკელ კანონმდებლებს სრული ინფორმაციის გაცნობის საშუალება ექნებათ.
XS
SM
MD
LG