ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის ტერაქტის გამოძიება


პოლიციამ ღირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოდ 50 ათასი დოლარი დააწესა

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებული ორი ბომბი ადგილზე მუქი ფერის ჩანთით მიიტანეს. ბომბის შიგთავსი კი ლურსმნებისგან და ქანჩებისგან იყო დამზადებული. გამოძიების ფედერალური ბიურო მომხდარი ფრაგმენტების ერთ სურათად შეკვრას ცდილობს, თუმცა ჯერ ეჭვმიტანილი გამოკვეთილი არ არის. ხელისუფლება მოსახლეობას თხოვს, გაუგზავნონ ნებისმიერი ვიდეო ან ფოტო, რომელიც მარათონის ადგილზე იყო გადაღებული. ასევე ჩართულია ცხელი ხაზები, სადაც მოსახლეობას შეუძლია დარეკვა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კაროლინ პრეშუტო იუწყება, ამ დროისთვის ცხელ ხაზზე 2000-ზე მეტი ინფორმაციაა შესული. პოლიცია აცხადებს, რომ არცერთი ინფორმაციის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. პოლიციამ ღირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოდ 50 ათასი დოლარი დააწესა. როგორც მერილენდელმა კონგრესმენმა დაჩ რუპერსბერგერმა განაცხადა, ჯერჯერობით ტერაქტში ალ-ყაიდას ან უცხო ქვეყნის მთავრობის მონაწილეობის ნიშნები არ იკვეთება. ორშაბათს, ბოსტონში მარათონის დროს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 176 დაშავდა. დაღუპულთა შორის რვა წლის ბიჭია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG