ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჭვმიტანილი ცარნაევი დააპატიმრეს


ბოსტონის მოსახლეობა ტერორიზმში ეჭვმიტანილის დაკავებას ზეიმით შეხვდა

მასაჩუსეტის ქალაქ ბოსტონსა და მის გარეუბნებში რამდენიმე დღიანი სპეციალური ოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცავებმა ბოსტონის მარათონის აფეთქების ორგანიზებაში და შესრულებაში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს. 19 წლის ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი ბოსტონის სამედიცინო ცენტრში გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. მისი ძმა, 26 წლის ტამერლანი კი მანამდე დაკავების ოპერაციის დროს პოლიციამ მოკლა. ფეხში დაჭრილმა ჯოხარმა კი რამდენიმე ხნით მიმალვა მოახერხა. პოლიციამ ჯოხარ ცარნაევ ბოსტონის გარეუბანში ნავში დამალულს მიაგნო. ეჭვმიტანილი ცარნაევი ორმხრივი სროლის შემდეგ დააპატიმრეს. ბოსტონის მოსახლეობა ამ ფაქტს ზეიმით შეხვდა.
XS
SM
MD
LG