ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსნია-ჰერცეგოვინას სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირი უდანაშაულოდ ცნო - სარაევო პროტესტის მოლოდინშია


Bosnia and Herzegovina, Sarajevo, protests, Dženan Memić and David Dragičević

ბოსნია-ჰერცეგონივის სასამართლომ, 2016 წელს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ხუთი პირი გაამართლა. მკვლელობის საქმეს, 6 წლის წინ, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა.

21 წლის ძენან მემიჩი, თავის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. პროკურორებმა თავდაპირველად თქვეს, რომ ის მოკლეს. მაგრამ, მოგვიანებით წარმოადგინეს ახალი მტკიცებულებები, რომლებმაც აჩვენა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გამოძიების ამ ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი.

„შვიდი წელია ვლოცულობთ სამართლიანობის აღსასრულებისთვის, ეს ხალხი აქ არის იმიტომ, რომ არსებობს მტკიცებულებები. მაგრამ, ვიდრე ასეთი მოსამართლეები იქნებიან, ყველა ჩვენგანისთვის ასე იქნება“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას, სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, გარდაცვლილის დამ.

არიანა მემიჩი და ოჯახის სხვა წევრები, სასამართლოს კორუფციაში ადანაშაულებენ და საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვენ - „საზოგადოებას ვთხოვ, დარჩეს ჩვენთან, როგორც ადრე, ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ბრძოლა. ეს უკვე არის რთული ბრძოლა, მაგრამ არ დავნებდებით“ - ამბობს არიანა მემიჩი.

ბრალდებულებს შორის იყო მემიჩის იმჟამინდელი მეგობარი გოგო, ალისა მუტაფი, რომელიც მოგვიანებით დაქორწინდა და ახლა ალისა რამიჩია. ის მემიჩთან ერთად, გარდაცვალების ღამეს იყო. მაგრამ, მოგვიანებით გამოძიებამ თქვა, რომ მას არ ახსოვს, რა მოხდა იმ ღამით.

მემიჩი 2016 წლის 15 თებერვალს გარდაიცვალა. სარაევოს საავადმყოფოში ის ერთი კვირით ადრე, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები, თავიდანმე საგამოძიებო საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობდნენ და სამართლიანობის მოთხოვნით ათობით აქცია გამართეს. ისინი საპროტესტო აქციების გამართვას, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც გეგმავენ.

XS
SM
MD
LG