ბრიტანეთის ევროპის კავშირიდან გასვლის დიდი მხარდამჭერი და ლონდონის ყოფილი მერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭს არ იყრის.
ბორის ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ კონსერვატორული პარტიის ლიდერობისთვის არ იბრძოლებს.
დევიდ კამერონმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიიღო.
ჯონსონი ევრო-კავშირიდან გასვლის აქტიურ კამპანიას აწარმოებდა, ბრიტანეთის მომავალ პრემიერს ევრო-კავშირთან ურთიერთობებზე მოლაპარაკებები მოუწევს.