ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქების სერიები ერაყში


ტერაქტები განხორციელდა აშშ-ის ერაყში შეჭრის მეათე წლისთავამდე ერთი კვირით ადრე

ბაღდადში აფეთქების სერიები განხორციელდა. შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი და 10-ზე მეტი დაშავდა.
აფეთქებები ალავის ოლქში ხუთშაბათს მოხდა, სადაც განლაგებულია რამდენიმე სამთავრობო შენობა და საელჩო, რომელიც ამავე დროს კარგად დაცულ ზონასაც წარმოადგენს. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არვის აუღია.
ტერაქტები კი განხორციელდა აშშ-ის ერაყში შეჭრის მეათე წლისთავამდე ერთი კვირით ადრე. ხოლო ერთ თვეში ერაყში არჩევნები ჩატარდება, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პირველი იქნება ერაყისთვის.
XS
SM
MD
LG