ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება პეშავარის ბაზრობაზე


პოლიციის შეფის, ფაისალ ქემრანის განცხადებით, სამიზნე სავარაუდოდ ინსპექტორის მანქანა უნდა ყოფილიყო

პაკისტანში პოლიციის მანქანის მახლობლად მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 3 ადამიანი შეეწირა. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პეშავარში, ხალხმრავალ ბაზარში მოხდა.

პოლიციის შეფის, ფაისალ ქემრანის განცხადებით, სამიზნე სავარაუდოდ ინსპექტორის მანქანა უნდა ყოფილიყო. პოლიციის ოთხივე ოფიცერი უვნებელია. სულ ინციდენტში 25 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. თუმცა, რეგიონში მსგავს თავდასხმებს პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურებზე ძირითადად თალიბი დაჯგუფებები ახორციელებენ.
XS
SM
MD
LG