ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 30, დაშავდა 80


აფეთქება ქაბულში.

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სამშაბათს ქაბულში აფეთქების შედეგად 30 ადამიანზე მეტი დაიღუპა და 80 დაიჭრა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელები ოფიციალური პირების აფეთქებას ცდილობდნენ, როდესაც ისინი ქვეყნის პარლამენტს ტოვებდნენ. სამართალდამცავების თქმით, აფეთქებას მშვიდობიანი მოქალაქეები და პარლამენტარები შეეწირნენ.

პირველადი ცნობების მიხედვით თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი პარლამენტის შენობასთან აიფეთქა, რის შემდეგაც მეორე თავდამსხმელმა, ასაფეთქებლებით დატვირთული მანქანის დეტონირება მოხდინა.

XS
SM
MD
LG